ლექსები . . .




***
ღმერთმა სიყვარული შექმნა,
სანთელი მისცა ხელში
-       წადი იარეო ქვეყნად
ნათელი შეიტანე ბნელში.
გული გაუთბეო ყველას
ვინც კი გულდამზრალი ნახო
იცოდე ადამის მოდგმას 
არ გაეკაროო ახლოს!
- რატომ? - შეცბა სიყვარული
- მაგას კითხვა უნდა?შეყვარებული კაცი
ღმერთზე დიდიაო ქვეყნად.


***
მე ის ოცნება მინდა ვიყო რომელზეც ოცნებობ შენ
მე ის ხატი მინდა ვიყო რომელზეც ლოცულობ შენ
მე მინდა უბრალოდ ვიყო მე და ძალიან გიყვარდე შენ.

***
იძებნება ყველაზე ლამაზი თვალები მსოფლიოში
ბოლო დროს შემჩნეულია ჩემს სიზმრებში... 
ეხლა კი ჩემს sms კითხულობს. 


***
შენ შეიძლება შეგიყვაროს 
ჩემზე ლამაზმა
მაგრამ ვერავინ შეგიყვარებს 
ჩემზე ლამაზად....


***
ლურჯი ცა,ღრუბლები და მზე.
დაბლა ზღვა,ტალღები და მე.
ტირის ზღვა იცინის მზე,
ვიღაცა მიყვარს იცი ვიინ?
<შენ>


***
ხმას არ გამცემ? მოვალ მოგესალმები,
ზურგს შემაქცევ? მოვალ შენს წინ დავდგები,
გამექცევი? უკან დაგედევნები . . .
შემიძულებ? უფრო შემიყვარდები!

***
ღმერთო დააჩქარე გათენება,
თორემ სასწაული მემართება
რაღაც ტკივილი მახსენდება,
არა, უფრო სწორად მენატრება.

***
ჩემი ცხოვრება შენზე ფიქრია, ამაზე ოდესმე თუ გიფიქრია? შენ ჩემი ცხოვრების ოცნება დაგარქვი რადგანაც ლამაზი ფიქრები წამართვი.

***

დახუჭეთვალები დახუჭე,
სინათლე ყველაფერს აფუჭებს,
სიბნელე მათბობს და მაყუჩებს.
არ გინდა? - სიცოცხლეს გაჩუქებ,
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს,
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს.
გთხოვ - შენი თვალები მაჩუქე,
შენი თითები მაჩუქე,
შენი სიზმრები მაჩუქე,
შენი ალერსი მაჩუქე,
უღონო ტუჩები მაჩუქე,
დილა და საღამო მაჩუქე
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ...




***
შენს ერთ სხეულში ორი გული ცემს
ტრიალ მინდორშიც კექსის სუნი გცემს
გულს რა გიჩუყებს ხშირად არც იცი
გულაღმა წევხარ იღლები ვიცი
ძაღლი ყეფს მუცელს ბალიშს აფარებ
ცალ ხელს საბნისქვეშ  ჩემსკენ აპარებ
მერე მაღვიძებ ალბათ მოგშივდა
შენ თავს იმართლებ იმას მოშივდა
ჩემი პერანგიც აღარ გეტევა
ხელის გულზე ვგრძნობ მის შემოტევას
ერთი კვირაც და ოქტომბრის ბოლოს
მკერდზე დავიწვენ ცისთვალა გოგოს


ირაკლი გაფრინდაშვილი 





 



***
ნუკრის თვალები, ნახატი წარბები,
სწორი და ლამაზი ცხვირი
წითელი ტუჩები ვარდის სადარი
ალბათ მაჭარივით ტკბილი,
მოქნილი ტანი და ნატიფი ხელები
ეგ მიხვრა მოხვრა მშვიდი,
მაშინებ!
რადგან რომ არ შეგიყვარდე
ვერ გადავიტან ვიცი!